თბილისის მერი დავით ნარმანია 3-4 აპრილს, სამუშაო შეხვედრებს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია პრაღის მერს ადრიანა კრნაჩოვას შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ჩეხეთ-სლოვაკეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩეხ ინვესტორებთან. შეხვედრებზე განიხილება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ორმხრივი მრგვალი მაგიდების/ფორუმების ჩატარების, პრაღაში ქართული კულტურულ-საინფორმაციო ცენტრის გახსნის, პრაღის მერიაში თბილისის მერიის თანამშრომელთა სტაჟირების და სხვა საკითხები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.