კენიაში უნივერსიტეტზე თავდასხმისას შეიარაღებულმა პირებმა 147 ადამიანი მოკლეს
03-04-2015, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად შეიარაღებულმა პირებმა 147 ადამიანი  მოკლეს, მათი უმრავლესობა სტუდენტია. როგორც BBC იტყობინება თავდასხმა ისლამისტურმა დაჯგუფება “ალ-შაბააბმა” განახორციელა. ეს დაჯგუფების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.  



გუშინ გარისას უნივერსტიტეტში ათობით ადამიანი ისლამისტებს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. 500-ზე მეტმა სტუდენტმა გაქცევა შეძლო. არიან დაშავებულებიც, მათი რიცხვი 80-ს აღწევს. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელები ყველა მიმართულებით ისროდნენ, მოგვიანებით მათ დატყვევებულებიდან ქრისტიანები ცალკე გაიყვანეს და დახოცეს.

 
ძალოვანი სტრუქტურები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ დატყვევებულების გათავისუფლებას. დღის ბოლოს მათ უნივერსიტეტის შენობის შტურმი მოახერხეს, თუმცა მსხვერპლი დიდია. მომხდართან დაკავშირებით კენიის პრეზიდენტმა, უჰურუ კენიატამ პოლიციის დაუყოვნებლივი გადამზადების ბრძანება გასცა. მისი თქმით, მოვლენების ტრაგიკულად დასრულების მიზეზი უსაფრთხოების არასაკმარისი პერსონალი გახდა. მომხდარის გამო ქალაქ გარისასა და კენიის კიდევ რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. გავრცელებული ცნობით, დააკავეს რამდენიმე თავდამსხმელი.

 
თავად დაჯგუფება “ალ-შაბააბის” ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის მიზეზი მათ წინააღმდეგ ბრძოლაში კენიის მონაწილეობაა. კენიელი სამხედროები სომალიში 2011 წლის ოქტომბრიდან ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი