თბილისში, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ყავის საწარმო გაიხსნა
24-04-2017, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ თბილისში, სახელწმიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული ყავის ახალი საწარმო „მონდო“ გახსნა.

 


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შპს. „ბბ კომპანი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 320 000 ლარს შეადგენს.

 


სამინისტროს ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფქვილი დაფასოებული ყავის „მონდო“ წარმოება განხორციელდა. ყავა „მონდო“-ს წარმოების მთლიანი პროცესი ავტომატიზირებულია, მისი რეცეპტებისა და არომატის მიღებაში იტალიური ყავის ორი უმსხვილესი ლაბორატორიაა ჩართული. პროცესს დღეს გიორგი გახარიასთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორჩი ჩერქეზიშვილი და ,,სააგენტო აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია ადგილზე გაეცნენ.

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გაცხადებით, „სააგენტო აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, შეიქმნა სრულიად ახალი თანამედროვე, ევროპულ ტექნოლოგიებზე აწყობილი წარმოება.

 


,,ამ საწარმოს შექმნაში ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,აწარმოე საქართველოში სააგენტოს“ წვლილი გახლავთ მილიონი დოლარის სესხის პროცენტის სუბსიდირება. რეალურად ჩვენ აქ ვხედავთ, რომ შეიქმნა სრულიად ახალი საწარმო, უფრო სწორად გაფართოვდა ბიზნესი, რომელსაც დაემატა ახალი კომპონენტი, ეს გახლავთ ყავის ნულოვანი ეტაპიდან გადამუშავება. კომპანია ყიდულობს ნედლ, დაუმუშავებელ ყავას, იძენს მას ბირჟაზე და მისგან შემდგომ აკეთებს საბოლოო პროდუქტს. შეიქმნა ახალი ბრენდი, ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე, ევროპულ ტექნოლოგიებზე აწყობილი წარმოება", განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის კაფეებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოებული, ხარისხიანი ესპრესოს დაგემოვნება.

 


,,მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მოხდა დივერსიფიცირება. კომპანია, რომლის ძირითადი ბიზნესიც გახლდათ ტექნოლოგიების მიწოდება ქსელებისთვის გადავიდა სხვა ბიზნესში და ახლა მზა პროდუქტს აწვდის კომპანიებს", განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


კომპანიის მიზანი საცალო სექტორის ათვისებაა, თუმცა შპს „ბბ კომპანი“ მომავალში პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და საქართველოს ბაზრის გარდა ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანიაში 15 ადამიანი დაასაქმა.

 


,,დღესდღეობით საშუალება გვაქვს, რომ გამოვუშვათ რამოდენიმე დასახელების ყავა. ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილი ვართ ,,მონდოს“ ბრენდით. მიმდინარეობს გაფართოება უკვე სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ჰორეკას სეგმენტი. ეს საქართველოში პირველი, პროფესიული და კვალიფიციური ესპრესო ტექნოლოგიით ყავის წარმოება, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროპულ, იტალიურ ყავებს", განაცხადა BB Company-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პელანგიამ.

 


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, BB Company ძირითადი საქმიანობა საქართველოში იტალიური ყავის და პროფესიული სამზარეულო/ბარის იმპორტს უკავშირდება.

 

 

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ყავის მოხმარების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით, კომპანიამ 2017 წელს ყავის საკუთარი საწარმო გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

 


,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. აღნიშნულმა კომპანიამ ისარგებლა ინდუსტრიული კომპონენტით, აიღო მილიონი დოლარის სესხი, სადაც ჩვენ 180 ათასი აშშ დოლარის დაფინანსება განვახორციელეთ. კომპანიამ დაასაქმა 15 თანამშრომელი და ჯამური ინვესტიცია შეადგენს 4 მილიონ 320 ათას ლარს", განაცხადა ,,სააგენტო აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.

 


ყავის საწარმო „მონდო“-ს მიზანი საცალო სექტორის ათვისებაა, თუმცა, კომპანია მომავალში პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და საქართველოს ბაზრის გარდა მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი