[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
"ღარიბაშვილსა და ივანიშვილს არავინ დაუკარგავთ ომში და ამიტომ არასდროს ჰქონიათ გულწრფელი სოლიდარობა ჩვენი ქვეყნის ჯართან"
03-04-2015, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 


ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობის შეძენაზე საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.



"თუკი გვინდა, თავიდან ავიცილოთ ომი და დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალა არის, იყო მზად ომისთვის, შენი მშვიდობის დაცვისთვის. ამას ბუნებრივია, სჭირდება შეირაღებულ ძალებში და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზდეს, მას სჭირდება შესაძლებლობები, რომელსაც ჰქვია თავდაცვითი შესაძლებლობა. სწორედ ასეთი, ერთ-ერთი ფუნდამენტალური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინეს საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა, იმიტომ, რომ მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან", - განაცხადა ალასანიამ.


მანვე დეტალურად ისაუბრა, რა შესაძლებლობები გაუჩნდებოდა ქვეყანას, 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილ მემორანდუმის შემდეგ.



"როგორც გათვალისწინებული იყო, ამას მოჰყვებოდა თავდაცვით შეიარაღებაზე შეთანხმების გაფორმება. მე ღრმად მწამს, რომ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ. ბუნებრივია ვერანაირ დეტალს ვერ გავამხელ თუ რა ტაქტიკური, ოპერატიული საშუალებები იქნებოდა განლაგებული საქართველოში ამ შეთანხმებით. მაგრამ მე გეტყვით, თუ რისგან შეგვეძლებოდა თავდაცვა საქართველოს, თუკი ეს განთავსდებოდა. პირველი- ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე და სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2008 წლის აგვისტოში ნათლად დადასტურდა ეს საფრთხე, ჩვენ მოგვეცემოდა საშუალება გავმკლავებოდით ისეთ საფრთხეს, როგორიც არის საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები, როგორც არის ისკანდერი და ასევე სხვა სარაკეტო სისტემები, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოყენებულა", -განაცხადა ალასანიამ.


მისი თქმით, როდესაც თავდაცვის სამინისტროში მივიდა, პირველი გადაწყვეტილება იყო, შექმნილიყო ისეთი საჰაერო თავდაცვითი სისტემა, რათა სახმელეთო ჯარებს აუცილებლობის შემთხვევაში ეფექტურად დაეცვათ ხალხი.


"ჩვენ ბუნებრივია საჰაერო დომინირებას ვერ მივაღწევთ რეგიონში, სამხედრო ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობა და საჰარეო თავდაცვა იქნება ის ქოლგა, რომელიც საქართველოს ეფექტური თავდაცვის შესაძლებლობებს გაუჩენს", -განაცხადა ალასანიამ.


მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" უახლოეს პერიოდში პარლამენტში შეიტანენ შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი