შეერთებული შტატების წყალქვეშა გემი სამხრეთ კორეას მიადგა - აშშ-ის სენატს კი სრული შემადგენლობით სთხოვეს, თეთრ სახლში ჩრდილოეთ კორეის საკითხის განხილვას დაესწროს
25-04-2017, 01:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების წყალქვეშა გემი სამხრეთ კორეას მიადგა. როგორც BBC იუწყება, რაკეტებით აღჭურვილი „USS Michigan“-ი იმ სამხედრო გემებს შეუერთდება, რომლებიც ავიამზიდ „Carl Vinson“-ის მეთაურობით კორეის ნახევარკუნძულის ტერიტორიული წყლებისაკენ მიემართებიან.

 


ფხენიანმა კვირას განაცხადა, რომ იგი მზადაა შეერთებული შტატების ავიამზიდის ჩასაძირად, რომ აჩვენოს მისი სამხედრო ძლევამოსილება, მაშინ როდესაც იაპონიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ორი გემი წყნარი ოკეანის დასავლეთით ამერიკის ავიამზიდი ჯგუფის წვრთნებს შეუერთდა.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „USS Carl Vinson“-ის სამხედრო-საზღვაო ბომბდამშენი ლეგიონის კორეის ნახევარკუნძულის ტერიტორიულ წყლებში გადასროლის ბრძანება აპრილის დასაწყისში გასცა, რაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო გამოცდების და ფხენიანის მხრიდან შეერთებულ შტატებსა და მის აზიელ მოკავშირეებზე თავდასხმის მუქარებს უკავშირდება.

 


შეერთებულ შტატებს არ მიუთითებია თუ სად იმყოფება თავისი სამხედრო-საზღვაო ბომბდამშენი ლეგიონი, თუმცა „როიტერსის“ თანახმად, ის დანიშნულების ადგილს უახლოვდება.

 


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა შაბათს განაცხადა, რომ ავიამზიდი „რამდენიმე დღეში“ ჩავა განსაზღვრულ ადგილას, მაგრამ მას სხვა დეტალები არ უხსენებია.

 


ამასობაში, შეერთებული შტატების სენატს სრული შემადგენლობით სთხოვეს, ოთხშაბათს, თეთრ სახლში ჩრდილოეთ კორეის საკითხის განხილვას დაესწროს.

 


ჩრდილოეთ კორეა კი გამომწვევი რჩება.

 

 

 

 

 


„ჩვენი რევოლუციური ძალები იმყოფებიან საბრძოლო მზადყოფნაში, რათა ერთი დარტყმით ჩაძირონ შეერთებული შტატების ბირთვული ავიამზიდი“, წერს ჩრდილოეთ კორეის მმართველი „მუშათა პარტიის“ გაზეთი „როდონგ ცინმუნი“ მე-3 გვერდზე. წინა 2 გვერდზე კი სტატია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიერ ღორების ფერმის ინსპექტირებას ეთმობა.

 

 

 

 

 


ჩრდილოეთ კორეა თავისი, კორეის ხალხის არმიის დაარსების 85-ე წლისთავს სამშაბათს აღნიშნავს.

 


„როიტერსის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ 5 ბირთვული გამოცდა მოაწყო, ორი მათგანი გასულ წელს, და იგი ისეთი ბირთვული რაკეტების განვითარებაზე მუშაობს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტს მისწვდება.

 


ჩრდილოეთ კორეის მზარდი ბირთვული და სარაკეტო საფრთხე შესაძლოა უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომლის წინაშეც ტრამპი დგას, წერს ახალი ამბების სააგენტო და განაგრძობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ არ დაუშვებს ჩრდილო კორეამ დარტყმა მიაყენოს შეერთებულ შტატებს ბირთვული რაკეტებით და ყველა არჩევანი, მათ შორის სამხედრო თავდასხმაც განიხილება.

 


ჩრდილო კორეასა და აშშ-ს შორის ბოლო პერიოდში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე Guardian.ge-იმ წამყვანი დასავლური მედიასაშუალებების სტატიებზე დაყრდნობით რამდენიმე დღის წინათ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი