ედუარდ აღასარიანი: ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2017 წელს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 მილიონ 600 000 ლარი დაიხარჯება
25-04-2017, 03:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან - რეგიონული განვითარების ფონდიდან - 2 მილიონ 600 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით, 8 მლნ ლარი სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება. ამის შესახებ Guardian.ge-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა.

 


„მიმდინარე წელს ვგეგმავთ ახალქალაქში პრაქტიკულად ყველა ქუჩის აღდგენას, რაც დარჩენილია. ასევე დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოასფალტება და კეთილმოწყობა. დაგეგმილია სოფელ ბარალეთში გზის აღდგენა, ეს არის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი სოფელი. ამ სოფელში შარშან იუსტიციის სახლი გაიხსნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზას აკეთებს სოფელ კოთელიამდე და აქედან უკვე ბარალეთამდე და ბარალეთის შიდა სამიმოსვლო გზა გაკეთდება რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით. მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ სოფელში, დილისკაში ჩვენ გავაკეთეთ უკვე 1 800 მეტრი გზა, წელს გაგრძელდება დილისკა-ჩუნჩხას გზის აღდგენა“, განაცხადა ედუარდ აღასარიანმა, რომლის თქმითაც, 2017 წელს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, წყლის სისტემების აღდგენაზეც გაკეთდება აქცენტი. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ტიპის სამუშაოების დაწყება, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფლებში - კარტიკამსა და გოკიოში იგეგმება.

 


ედუარდ აღასარიანი აცხადებს, რომ წელსვე დაგეგმილია ქართული ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა, საბავშვო მოედნების - სპორტული მოედნების გაკეთება და ახალქალაქში არსებული შადრევნის გარემონტება.

 


რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსების გარდა, რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც განხორციელდება - მათ შორის არის ახალქალაქის რამდენიმე ქუჩისა და ცენტრალური ქუჩის აღდგენა.

 


„ახალქალაქის ცენტრალური ქუჩა 12 წლის წინათ არის გაკეთებული და ახლა ცუდ მდგომარეობაშია. თავდაპირველად, ვფიქრობდით მხოლოდ ორმულ შეკეთებას, თუმცა, ეს არასაკამრისი იქნება - სადაც საჭიროება მოითხოვს ორმული შეკეთება მოხდება, დანარჩენ ადგილებში კი ძველი ასფალტი აიყრება და თავიდან მოხდება ასფალტის დაგება. ვფიქრობთ, რომ ქუჩის 60-70% აღდგენა მოხდება.

 


„პროექტები ტენდერზე გამოტანილია, მიმდინარეობს შერჩევა, გამარჯვებული კომპანიები ჯერ არ გამოვლენილა. დაახლოებით, მაისის ბოლოს დაიწყება ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და სექტემბერში დასრულდება“, განუცხადა Guardian.ge-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი