1-ლი მაისიდან პირს, რომელსაც დაუფიქსირდება მაღალი შემოსავალი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეზღუდვები შეეხება
25-04-2017, 06:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

 

 

პროექტის თანახმად, შეზღუდვა შეეხება კონკრეტულად პირს, რომელსაც დაუფიქსირდება მაღალი შემოსავალი და არა - მისი ოჯახის წევრს.

 


„საშუალო შემოსავლის მქონე პირებისთვის (შემოსავალი თვეში საშუალოდ 1000 ლარი და მეტი და წლიური არაუმეტეს 40 000 ლარისა) იცვლება პირობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ასეთმა პირებმა უნდა გააკეთონ არჩევანი კერძო დაზღვევასა და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას შორის, რომელიც, არჩევანის შემთხვევაში, შემცირებული მოცულობით მოემსახურებათ. გარდა ამისა, ამ კატეგორიისთვის, კერძო დაზღვევის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენარჩუნდება ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპიაზე, ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურებაზე.

 


დაბალი შემოსავლის მქონე (თვეში საშუალოდ 1000 ლარამდე), ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე და სხვა პირებს, კერძო დაზღვევის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, გარდამავალ პერიოდში მათ ეძლევათ პრივილეგია, ჩაერთონ კერძო სადაზღვევო სქემებში. კერძოდ, თუ ასეთი პირი შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მაინც მიეწოდებათ უცვლელად. ამ კატეგორიისთვის, პროგრამის ფაგრლებში, ასევე ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

 

 

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოსახლეობას, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000 ლარამდე მერყეობს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს სრულად შეუნარჩუნდებათ „საბაზისო პაკეტი". ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

 


პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 2017 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდება.

 

 

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წამლის კომპონენტი ემატება. კერძოდ, 2017 წლის ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000 ქულას არ აღემატება, ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდება. მედიკამენტებისა და დოზების შერჩევა მოხდა იმ ესენციური მედიკამენტების ნუსხიდან, რომლებიც თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციებით გამოიყენება აღნიშნული დაავადებების მკურნალობისათვის ამბულატორიულ კლინიკურ პრაქტიკაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქრონიკული დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც თავის მხრივ აამაღლებს სამედიცინო სერვისების ეფექტურობას", აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი