გიორგი მარგველაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით დაიძლიოს
25-04-2017, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ,,მოითხოვე ქართული“ კამპანიის ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი ქართული პროდუქციის დაგროვების ბარათის მიზანი ქართული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება და ქართულ პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდაა.

 


პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს - ქართველ მწარმოებლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ კამპანია „მოითხოვე ქართული“ ქართული წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მასტიმულირებელი და ხელშემწყობი ფაქტორია.

 


„კამპანიით „მოითხოვე ქართული“ შევუერთდით ტარიელ ზივზივაძისა და გოგა ჩანადირის უკვე დაწყებულ ინიციატივას, რომლის მიზანიც ეროვნული წარმოების წახალისებაა.

 


მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით დაიძლიოს.

 


ვიცით, რომ საქართველო ბევრი პროდუქტის იმპორტს ახორციელებს, ეს თავისთავად გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე.

 


ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი არჩევანით გავაძლიეროთ ეროვნული წარმოება, ეს ერთგვარად, ალბათ მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი პატრიოტული სულისკვეთების შემცველია.

 


ყოველდღიური, ყოფითი პატრიოტიზმია თუნდაც პროდუქტის შეძენის პროცესში ქართული პროდუქციის არჩევა, რომლის სულისკვეთებასაც თავისთავად დადებითი შინაარსი გააჩნია და დიდი შედეგის მომტანია”, განაცხადა ბარათის პრეზენტაციაზე გიორგი მარგველაშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დაგროვებითი ბარათის მოხმარებით და ყოველდღიური, ყოფითი პატრიოტიზმით ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას და ეროვნული, ძლიერი წარმოების განვითარებას დაუჭერს საზოგადოება მხარს.

 


გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი აბაშიშვილს პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.

 


პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ააიპ „მოითხოვე ქართული“ ახორციელებს. პროექტის პარტნიორია „უნიქარდი“, „ფუდმარტი“, „სმარტი“ და ქართული პროდუქციის მწარმოებელი 37 კომპანია.

 


როგორც პროექტის „მოითხოვე ქართული“ წარმომადგენელმა, ნინო მოსიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, დაგროვებით ბარათზე ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ვირტუალური ქულები - ე.წ. ,,ქართულები“ დაერიცხება. ბარათის მფლობელები ავტომატურად ჩაერთვებიან კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად გამოავლენს ყველაზე მეტი „ქართულების“ მფლობელებს. გამარჯვებულებს წამახალისებელ საჩუქრებს გადასცემენ პროექტის პარტნიორი ქართული კომპანიები.

 


ამ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი. ,,მოითხოვე ქართული“ არის საქართველოში პირველი, ყრუ პირებზე ადაპტირებული ბარათი, რომლის სახელწოდება და გამოყენების ინსტრუქცია წარმოდგენილია ჟესტურ ენაზეც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი