საქართველოში სამუშაო ვიზიტად ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე იმყოფება
25-04-2017, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში სამუშაო ვიზიტად ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი, მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე იმყოფება.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანს საქართველოში სერჟანტთა კორპუსის პროფესიული განვითარების კუთხით განხორციელებული რეფორმების გაცნობა, შეფასება და სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

 

 

მთავარ სერჟანტ მარტინ კარტიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე მასპინძლობს. დღეს გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მთავარმა სერჟანტმა სტუმარს საქართველოს სერჟანტთა კორპუსში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მხარეებმა სერჟანტთა ახალი სამხედრო განათლების კონცეფცია და კარიერული განვითარების სისტემაც განიხილეს.

 


დღესვე, მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია, ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, საველე სწავლებას დაესწრო და სერჟანტთა მომზადების ცენტრის ისტორიის, ამოცანებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

 


საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრს მოინახულებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი