რუმინეთის პრემიერ მინისტრი: რუმინული კომპანიების მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების გათვალისწინება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია
26-04-2017, 07:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და რუმინეთის პრემიერ მინისტრმა, სორინ გრინდეანუმ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და შეხვედრის შედეგებზე ისაუბრეს.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ  მხარეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია ურთიერთობების შემდგომიგანვითარების შესახებ.

 

 

„საქართველო და რუმინეთი არიან უძველესი კულტურის ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად არიანდაკავშირებულნი. შავი ზღვა გვიქმნის განსაკუთრებულ უპირატესობას და ხელს უწყობს თანამშრომლობის ფართოსპექტრის განვითარებას. საქართველო და რუმინეთი წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. აქტიურად ვმუშაობთ ამ შესაძლებლობების განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია სატრანსპორტო-ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთის აქტიურ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ფართომასშტაბიან რეფორმებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

 


ჩვენ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან რეფორმებს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, რათა ქვეყანაში დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები და ნორმები. თანდათანობით, ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების სიკეთეები ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი თითოეული მოქალაქისათვის.დღითიდღე უფრო და უფრო მეტი მცირე და საშუალო მეწარმე ინტერესდება ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტით," აღნიშნა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველო აქტიურად ემზადება „აღმოსავლეთ პარტნიორობის"სამიტისთვის, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება ბრიუსელში. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო პარტნიორების მხარდაჭერით, შეძლებს იმ საერთო მიზნების შესრულებას, რომლებსაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა" ითვალისწინებს.

 


საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.

 


ხაზი გაესვა 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების უკანონობას, რომელიც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას,მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა რუმინეთის მთავრობას აღნიშნულ არალეგიტიმურ და საშიშროების შემცველ ქმედებებზე რეაგირებისათვის და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი. ვისაუბრეთ აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ.გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე," აღნიშნა პრემიერმა.

 


რუმინეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ორივე მხარისათვის საინტერესოა, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული რეგიონალური პროექტები, რომლებიც კასპიისა და შავი ზღვების დერეფნის ამოქმედებას ისახავს მიზნად. სორინ გრინდეანუს თქმით ორივე ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია შავი ზღვის, როგორც ევროპას, აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის არსებული ხიდის ეკონომიკური პოტენციალით.

 


ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, რაც ინვესტიციების წახალისებასა და ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის დონის ზრდას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ჯერ სათანადოდ არ აუთვისებიათ და გამოუყენებიათ. პრემიერ მინისტრთან ერთად გადავწყვიტეთ ამ პროცესის დაჩქარება და ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტის გააქტიურება, რაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩასატარებელი სესიის გზით უნდა მოხდეს. უნდა აღვნიშნო, რომ მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომა 2002 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გადაწყვეტილების თანახმად, მისი საქმიანობა უმოკლეს ვადაში უნდა გააქტიურდეს. რუმინული კომპანიების მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გათვალისწინება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია," განაცხადა სორინ გრინდეანუმ.

 


რუმინეთის პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ დიდ წარმატებას.

 


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განვითარებას საჭიროებს, ტურიზმის სფეროა - ეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხია მას შემდეგ, რაც სულ ახლახან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მიეცათ. ეს იყო საქართველოს მიერ გაწეული შრომის აღიარება და ამ შედეგს რუმინეთი მხარს უჭერდა. მინდა, პრემიერ მინისტრს პირადად მივულოცო ეს მიღწევა," აღნიშნა სორინ გრინდეანუმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი