ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა 2018 წელს თბილისში გაიმართება
27-04-2017, 06:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა 2018 წლის ზაფხულში თბილისში გაიმართება, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, მონიტორინგის კომიტეტის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დღეს კომიტეტის მომხსენებლების ბორის სილევიჩის და კირსტენ ლუნდგრენის ანგარიში მოისმინეს.

 

 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მომხსენებლების მხრიდან საქართველოს მიმართ ყველაზე პოზიტიური შეფასებები გაკეთდა. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, მთავარი რეკომენდაცია სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა და ასევე, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობაა.

 

 

„ძალიან პოზიტიური გამოხმაურება იყო თანამომხსენებლების მხრიდან. ჩვენ დღეს მოვისმინეთ დაახლოებით ოთხ ქვეყანაზე მსგავსი ანგარიში და ცალსახად, ყველაზე პოზიტიური შეფასება არის საქართველოს მიმართ. ორივე თანამომხსენებლის მხრიდან იყო ძალიან კარგი აქცენტები გაკეთებული. ძირითადი რეკომენდაციები, როგორც მათ საჯარო განცხადებაში არის, ეხებოდა ერთი მხრივ სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობას, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

 

დელეგაციის წევრის, ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის თქმით, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო და იმედი გამოითქვა, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი