დონალდ ტრამპი: „საუდის არაბეთი არ გვეპყრობა სამართლიანად, რადგანაც ჩვენ ვკარგავთ უზარმაზარი ოდენობის თანხას საუდის არაბეთის თავდაცვაში“
28-04-2017, 04:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს დაიჩივლა, რომ ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთი შეერთებულ შტატებს სამართლიანად არ ექცევა და ვაშინგტონი „უზარმაზარი ოდენობის თანხებს“ კარგავს სამეფოს თავდაცვისთვის.

 


„როიტერსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრამპმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩართულია მოლაპარაკებებში მისი საუდის არაბეთსა და ისრაელში მაისის მეორე ნახევარში შესაძლო ვიზიტების შესახებ. 25 მაისს იგი პრეზიდენტის უფლებამოსილების შედგომის შემდეგ საზღვარგარეთ პირველ ვიზიტად ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, NATO-ს სამიტზე გაემგზავრება და შესაძლოა, იქედან რამდენიმე სხვა ქვეყანასაც ესტუმროს.

 


„გულახდილად რომ ვთქვათ, საუდის არაბეთი არ გვეპყრობა ჩვენ სამართლიანად, რადგანაც ჩვენ ვკარგავთ უზარმაზარი ოდენობის თანხას საუდის არაბეთის თავდაცვაში“, თქვა მან.

 


ტრამპის კრიტიციზმი ელ-რიადისამდი, მსოფლიოს ნავთობის მთავარი ექსპორტიორისადმი, მისი 2016 წლის საარჩევნო კამპანიის რიტორიკისკენ დაბრუნება იყო, როცა მან საუდის არაბეთის სამეფო შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნის საფასურის გადაუხდელობაში დაადანაშაულა.

 


„ვერავინ ვერ მოახდენს საუდის არაბეთის არევ-დარევას, რადგან ჩვენ ვმფარველობთ მათ“, უთხრა ტრამპმა ერთი წლის წინათ ვისკონსინში შეკრებილ მის მხარდამჭერებს. „ისინი არ გვიხდიან ჩვენ სამართლიან საფასურს. ჩვენ ბევრ ფულს ვკარგავთ“.

 

 

 

(მუჰამედ ბინ სალმანი 2017 წლის 14 მარტს, ტრამპს ვაშინგტონში შეხვდა)

 


საუდის არაბეთის სამეფოს გავლენიანი პრინცი, თავდაცვის მინისტრი მუჰამედ ბინ სალმანი გასულ თვეს ტრამპს შეხვდა, რაც საუდის არაბეთის მხრიდან შეფასდა, როგორც ურთიერთობებში „ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი“. შეხვედრაზე სავარაუდოდ, საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისთვის ირანიდან მომდინარე საფრთხეს შეეხო.

 


ელ-რიადი და ყურის სხვა მოკავშირეები ტრამპს უყურებენ, როგორც ძლიერ პრეზიდენტს, რომელიც როგორც მათი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გააძლიერებს ვაშინგტონის როლს საუდის არაბეთის მტრის, ირანის შეკავებაში იმ რეგიონში, რომელიც შეერთებული შტატების უსაფრთხოებისა და ენერგო-ინტერესებისათვის ცენტრალური მნიშვნელობისაა, აცხადებენ ანალიტიკოსები.

 


„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ტრამპმა თქვა, რომ ისლამისტ მებრძოლთა დაჯგუფება უნდა დამარცხდეს და უკვე ამის „დასასრულია“ . მას სტრატეგიის დეტალები არ გაუმჟღავნებია.

 


საუდის არაბეთი და აშშ-ის სხვა მოკავშირები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს კოალიციურ რეჟიმში ებრძვიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი