ზიგმარ გაბრიელი: გვსურს, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიები გავრცელდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
28-04-2017, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი საქართველო-გერმანიის წლის გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროზე, განათლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში განათლება ამოუწურავი რესურსია.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა გერმანიასთან პარტნიორობაში მყოფ ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული განათლების და გერმანული ენის ქართველების მიერ სრულყოფილად ცოდნის თაობაზე. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანულ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობაზე და განთლების როლზე კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული ხალხის შერიგებაში.

 

 

„გვსურს, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიები გავრცელდეს საქართველოს ოკუპირებულ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზეც, რათა უფრო მეტმა ახალგაზრდა ადამიანმა, ორივე მხარეს, გააცნობიეროს გამყოფი ხაზების პრობლემატიკა და გაითავისოს, რომ მხოლოდ შემრიგებლური ურთიერთობით არის შესაძლებელი განვითარების და საერთაშორისო მობილურობის მიღწევა“, განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

გაბრიელმა აღნიშნა, რომ საქართველო-გერმანიის წელი 2017 წლის აპრილიდან დაიწყება, 18 თვეს გასტანს და მწვერვალს მიაღწევს 2018 წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის უმსხვილეს ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით წარსდგება. მან აღნიშნა მწერალი ნინო ხარატიშვილის განსაკუთრებული როლი ქართველი და გერმანელი ხალხის დაახლოების შესახებ, მისი რომანის „მერვე სიცოხლე“-ს მეშვეობით და პარალელი გაავლო რომანში აღწერილი დროის პირობითობასა და საქართველო-გერმანული წლის ფარგლებში დროსთან ღია დამოკიდებულებას შორის და დასძინა, რომ ნინო ხარატიშვილი მონაწილეობას მიიღებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრის სტატუსის წარდგენის საკითხებში.

 

 

„ჩვენ აღვნიშნავთ კავკასიაში პირველი გერმანელი ემიგრანტების შვაბი პიეტისტების საქართველოში ჩამოსვლას, რომლებმაც 200 წლის წინ ალექსანდრე პირველის მიპატიჟებით კოლონიები დაარსეს და როგორც ვიცით ქართული კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ჩვენ ვიხსენებთ ასევე გერმანიის დახმარებას 1918 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების კუთხით. სწორედ ამიტომ კარგია, რომ ეს წელი 2018-შიც გადადის“ განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.

 

 

მან ისაუბრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებზე და იმ წვლილზე, რომელიც საქართველომ ითამაშა გერმანიის ისტორიაში და პირიქით. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნებს შორის ინტენსიური და ნდობით აღსავსე თანამშრომლობა, განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში.

 

 

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე აღინიშნება.

 

 

„1992 წლის 13 აპრილს გერმანიამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველმა გახსნა საელჩო საქართველოში. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განუყოფელ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა და დასძინა, რომ ბრწყინვალე ქართულ-გერმანული ურთიერთობები დროს არ ექვემდებარება. ამ კუთხით მან ისაუბრა სურვილზე, კიდევ უფრო განვითარდეს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთობები, კავშირები და მდიდარი კულტურული წარსული, რასაც გაბრიელის განცხადებით, ასევე ხელს შეუწყობს გასულ წელს ძალაში შესული ასოცირების შესახებ შეთანხმება და მის ფარგლებში გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი