განათლების სამინისტრომ თანამშრომლებისთვის „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა
29-04-2017, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საპილოტე რეჟიმში, თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ (Work for home day) დანერგა.

 

 

სამინისტროს ცნობით, მოსამსახურეს ეძლევა შესაძლებლობა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თვის განმავლობაში ერთი დღე სახლიდან შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაეთვლება.

 

 

„სიახლის მიზანია, თანამშრომლებისთვის უფრო პროდუქტიული გარემოს შექმნა. დისტანციური მუშაობის თანმდევი და განუყოფელი შედეგებია მგზავრობის დროისა და საწვავის ხარჯების შემცირება, მოძრაობის განტვირთვა, საჯარო დაწესებულების კომუნალური ხარჯების ეკონომია, მაგრამ ყველაზე მთავარი უპირატესობა, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, არის კომფორტულ გარემოში შემოქმედებისა და ინოვაციის გაცილებით უფრო მაღალი პოტენციალი.

 

 

ბუნებრივია, სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ პროექტით გამოხატავს ნდობას სისტემაში დასაქმებულების მიმართ და იმედოვნებს, რომ პილოტური პროექტის შედეგები შემდგომი განვრცობის საფუძველი გახდება", განმარტავენ განათლების სამინისტროში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი