თბილისში, ათონელის ქუჩაზე, აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმი იმართება.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიმაშვილმა მიმართეს.
„დღეს არის ზეიმი. ჩვენ ვზეიმობთ პარტნიორობას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა. აქ იმყოფებიან პირველი სამი ელჩი, ვინც საქართველოში საქმიანობდნენ და ამ შენობაში მსახურობდნენ, მაშინ აშშ-ს საელჩო იყო ამ შენობაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ მიღწევებზე, რაც ერთად გვქონდა და ასევე, დავსახოთ სამომავლო გეგმები”, განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.