ტრამპი პრეზიდენტობის 100 დღეს ზეიმობს და თავს ესხმის მედიას, რომელიც პრეზიდენტის თქმით, არ ამბობს სიმართლეს მისი ადმინისტრაციის მიღწევების შესახებ
29-04-2017, 23:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შაბათს, მისი თეთრ სახლში შესვლის 100 დღე საარჩევნო კამპანიის სტილის მიტინგით აღნიშნა - ხმამაღალი შაძახილებით ესალმებოდა მხარდამჭერებს, რეკლამირებას უწევდა მის თავდაპირველ მიღწევებს და თავს ესხმოდა კრიტიკოსებს, რომლებიც მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ცუდად აფასებდა.

 

 

 

 


როგორც „როიტერსი“ წერს, პენსილვანიაში შეკრებილ მის მხარდამჭერებთან მიმართვისას - შტატში, სადაც მან შთამბეჭდავად გაიმარჯვა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევენებში - ტრამპი არაერთხელ დაესხა თავს „არაკომპეტენტურ, უპატიოსნო“ მედიას, განაცხადა რა, რომ ისინი არ ამბობენ სიმართლეს მისი ადმინისტრაციის მიღწევების შესახებ.

 


„ჩემი ადმინისტრაცია წარმოადგენს ყოველი დღის ანგარიშს ჩვენი ქვეყნის დიდებული მოქალაქეებისათვის“, თქვა ტრამპმა ჰარისბურგში, პენსილვანიაში. ჩვენ ვასრულებთ თითოეულ დაპირებას და გულახდილად რომ ვთქვათ, ხალხი ნამდვილად ბედნიერია ამით“.

 


მიტინგი იმავე დღეს ჩატარდა, როცა კლიმატის ცვლილების თაობაზე შეკრებილმა ათასობით პროტესტანტმა მარშირება მოაწყო ვაშინგტონის ქუჩებში და მოგვიანებით თეთრ სახლს ალყა შემოარტყა და ის ასევე დაემთხვა თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილს ვაშინგტონში, რომელსაც ტრამპი და მისი თანამშრომლები არ ესწრებიან და ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ განაცხადა.

 


ტრამპმა ჩამოთვალა მისი, როგორც თავად თქვა, ადრეული მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის წარმატებული დამტკიცება შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ნეილ გორსუჩის და გარემოსა და ბიზნესისთვის ბევრი რეგულაციის მოშორება.

 


მან ასევე მიღწევებში დაასახელა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, რამაც სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაციის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

 

 

 

 

 


„მსოფლიო იღებს შეტყობინებას: თუ შენ ცდილობ არაკანონიერად შეხვიდე შეერთებულ შტატებში - შეგიპყრობენ, დაგაკავებენ, დეპორტირებას მოახდენენ ან ციხეში გაგიშვებენ“, განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ საკანონმდებლო ორგანოში „დემოკრატების“ წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველა მისი დაპირება შესრულდება და მათ შორის იქნება, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაც.

 


„ჩვენ ავაშენებთ კედელს, მაგაზე არც კი იდარდოთ“, თქვა მან.

 

 

 

 

 


ზოგიერთმა მხარდამჭერმა განაცხადა, რომ მათი სურვილია, მეტი დრო მიეცეს ტრამპს დაპირებების შესასრულებლად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი