ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საინვესტიციო პოტენციალის პრეზანტაციის ფარგლებში, იტალიის ქალაქ ბარიში სოხუმსა და იტალიის ერთ-ერთ ქალაქს შორის განზრახვების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერა შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული პროტოკოლის ხელმოწერით შედგა შეთანხმება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოების; მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთგაცვლისა და თანაშრომლობის; ვაჭრობისა და ტურიზმის ხელშეწყობის; ბიზნესისა და ზოგადად, მეწარმეობის ფორმირებისა და განვითარების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წელიწადში ერთხელ, რიგრიგობით, გააგზავნონ ეკონომიკური და სავაჭრო დელეგაციები, როგორც აფხაზეთში, ისე იტალიაში, განსაკუთრებით კი კალაბრიის რეგიონში - ზემოთ აღნიშნული ურთიერთობების და გამოცდილების შემდგომი განვითარების მიზნით.
ხელმოწერის ცერემონიას სოხუმის მერის გარდა ესწრებოდნენ სეპარატისტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია, სამინისტროს თანამშრომლები - ვიტო გრიტანი და თემურ რეკვავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.