რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიუნხენში წარმატებულ გამოსვლას ულოცავს
03-02-2014, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმატებულ გამოსვლას ულოცავს.

 

როგორც რიჩარდ ნორლანდმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან უმაღლესი დონის შეხვედრებზე მოისმინა მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოს მისწრაფებებისადმი.

 

"ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია ქართველი ხალხის მოლოდინი იმ შედეგებისადმი, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა მოიტანს. ამ შეთანხმებების ხელმოწერა უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს, ასევე მის მოქლაქეებს საშუალებას მისცემს თავისუფლად გადაადგილდნენ ევროპაში. ქართველ ხალხის აქვს ამის მოლოდინი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

 

ამერიკის ელჩის ინფორმაციით, ამერიკული ბიზნესკომპანიები უკვე წარმოდგენილი არიან საქართველოს ბაზრზე და აშშ მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ეკონიმიკური განვითარების მხარდაჭერას.

 

"საქართველოში საკმაოდ ცივი იანვარი იყო, თუმცა ამ წლის ეკონომიკური პროგნოზები ძალიან კარგია. შესაბამისად, გზავნილი, რომელიც უნდა გავაჟღეროთ, არის ის, რომ საქართველო ღიაა ბიზნესითვის", - აღნიშნა ნორლანდმა.

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/268644-richard-norlandi-saqarthvelos-premier-ministrs-miunkhenshi-tsarmatebul-gamosvlas-ulocavs.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი