ტრამპმა განაცხადა, რომ მე-19 საუკუნეში აშშ-ის სამოქალაქო ომი თავიდან იქნებოდა აცილებული, ანდრიუ ჯექსონი ცოტა მოგვიანებით რომ ყოფილიყო პრეზიდენტი
02-05-2017, 00:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპმა აღფრთოვანება და მძლავრი სიმპათია აჩვენა მე-19 საუკუნეში მოღვაწე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ანდრიუ ჯექსონის მიმართ. თეთრ სახლში შესვლის შემდეგ, ტრამპმა მისი პორტრეტი ოვალურ ოფისში დაკიდა, ესტუმრა ჯექსონის პლანტაციებს ტენესიში და მის საფლავზე გვირგვინი მიიტანა.

 


როგორც „როიტერსი“ იუწყება, Sirius XM-ის სატელიტური რადიოთი გადაცემულ ინტერვიუში ტრამპი ამტკიცებდა, რომ ჯეკსონს მისი 1829-1837 წლების პრეზიდენტობის პერიოდზე ცოტა უფრო მოგვიანებით რომ ეხელმძღვანელა შეერთებული შტატებისთვის, ამერიკის სამოქალაქო ომი თავიდან იქნებოდა აცილებული. მან ასევე კითხვები დასვა, თუ რატომ უნდა მომხდარიყო სისხლიანი კონფლიქტი.

 


„ანდრიუ ჯექსონი ცოტა მოგვიანებით რომ გვყოლოდა, სამოქალაქო ომი არ მოხდებოდა. ის ძალიან თავზეხელაღებული პიროვნება იყო, მაგრამ მას დიდი გული ჰქონდა“, უთხრა ტრამპმა Sirius XM-ს. მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი „ჩხუბისთავი“ იყო, მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, იგი მეუღლის საფლავზე ყოველ დღე მიდიოდა.

 


ჯექსონი, მონების მფლობელი, რომელიც მკვიდრი ამერიკელი ტომების შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ძალდატანებით მოცილებაში, ე.წ. ცრემლების კვალში, ინსტრუმენტალური ფიგურა გახლდათ, ამერიკის სამოქალაქო ომამდე თითქმის 16 წლით ადრე გარდაიცვალა.

 


მაგრამ ტრამპმა Sirius XM-ს უთხრა, რომ ჯექსონი „ნამდვილად გაბრაზებული იყო იმით, რასაც მან შეხედა იმასთან დაკავშირებით, რაც ეხებოდა სამოქალაქო ომს. მან [ჯექსონმა] თქვა, ‘ამის მიზეზი არ არსებობს’“ განაცხადა ტრამპმა. „ხალხი არ აცნობიერებს, იცით, სამოქალაქო ომს - თუ თქვენ ამაზე ფიქრობთ, რატომ? ხალხი არ სვამს კითხვებს, მაგრამ რატომ იყო სამოქალაქო ომი? რატომ არ უნდა მომხდარიყო ის?“

 


ინტერვიუს მსვლელობისას უცნობი დარჩა, თუ რისი სჯეროდა ტრამპს, რა უნდა გაეკეთებინა ჯექსონს, რომ 1861-65 კონფლიქტი, რომელსაც 620 000 სიცოცხლე ემსხვერპლა, თავიდან აეცილებინა.

 


მოგვიანებით, ორშაბათს, ტრამპმა „თვითერზე“ აღიარა, რომ ჯექსონი სამოქალაქო ომის დაწყებამდე 16 წლით ადრე გარდაიცვალა, მაგრამ განაცხადა, რომ იგი „ხედავდა, რომ ის [სამოქალაქო ომი] მოდიოდა და ძალიან გაბრაზებული იყო. არასოდეს დავუშვათ, რომ ეს მოხდეს!“

 


როგორც „როიტერსი“ წერს, მოვლენები, რამაც სამოქალაქო ომი განაპირობა, სიღრმისეულად არის გამოკვლეული და მონობა ერთ-ერთი იყო მიზეზებს შორის. მას შემდეგ, მონობა და მისი მემკვიდრეობა დაყოფის წყარო იყო შეერთებულ შტატებში.

 


ჯექსონის გარდაცვალებამდე, მის მფლობელობაში იყო 150 მონა, რომლებიც ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მის პლანტაციაში, ჰერმიტაჟში. მისი პრეზიდენტობის დროს ჯექსონი კიცხავდა ზანგების მონობის გაუქმების მომხრეთა (აბოლუციონისტების) მზარდ აქტივობებს, რომლის მიზანიც მონათმფლობელობის დასრულება იყო.

 


ტრამპმა და მისმა მხარდამჭერებმა მისი საარჩევნო გამარჯვება ჯექსონის 1828 წლის ტრიუმფთან დააკავშირეს, როდესაც ანდრიუ ჯექსონი შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა იმ ადგილიდან, რაც მაშინ ტენესის დასავლეთის საზღვარი იყო.

 


საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ პოპულისტმა „დემოკრატმა“, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ დამფუძნებელმა, ანდრიუ ჯექსონმა, მისი ინაუგურაციის შემდეგ, თეთრი სახლის კარები ყველა მომსვლელისთვის ფართოდ გახსნა და საპრეზიდენტო სასახლე ხალხით გადაჭედა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი