ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა
04-04-2015, 08:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემთვის ყველაზე მთავარია მოსახლეობის ინტერესები და მათი ბედი და არა ის, ვინ როგორ კითხულობს ჩემს გამონათქვამს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

 

 

"ამასთან დაკავშირებით ჩემი განმარტება ალბათ ზედმეტია. მე გუშინ გავაკეთე კომენტარი. ჩვენი მთავრობის საქმიანობას თუ გადახედავთ, ორი წლის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ ჩვენ სასამართლოს საქმიანობაში ჩავრეულიყავით. ჩემი აზრი გამოვთქვი, ვინაიდან მე მაინტერესებს, თუ რატომ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ლოგიკური შეკითხვა, ვინაიდან საფრთხის წინაშე დგას 2500 ოჯახი. ასე, რომ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უნდა მაწუხებდეს ეს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემი წუხილი გამოვხატე", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ საკითხი იქნა არასწორად გაგებული.

 

 

"მინდა ყველას მოვუწოდო, არასამთავრობოებს, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველას და მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საკითხი არასწორად იქნა გაგებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, არსებობს დისციპლინური კომისია და სხვა საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა სასამართლოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით. "ეს ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის გონებაში ბადებს ძალიან სერიოზულ და ლოგიკურ შეკითხვებს და ეჭვებს ამის უკან ხომ არ დგას რაიმე კორუფციული ინტერესი, როცა მითუმეტეს კომპანია აცხადებს, რომ დავალიანებას გადაიხდის და ამას მოსამართლე არ იზიარებს. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ მე მაქვს სერიოზული ეჭვები და კითხვები. ამიტომ ამაზე ვინც არ უნდა იყოს ეს, მეც რომ ვიყო უნდა გამოვიდე და განვმარტო. ყველამ კარგად ვიცით კონსტიტუციაც და კანონიც, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარია მოსახლეობის ინტერესები და მათი ბედი და არა ის, ვინ როგორ კითხულობს ჩვენს გამონათქვამს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი