ლევან მურუსიძე: მინდა რჩევა მივცე „ახალგაზრდა იურისტებს“ - სჯობს ვიყოთ უფრო მეტად იურისტები, ვიდრე ახალგაზრდები
03-05-2017, 06:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მის შესაძლო უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, თუ კანონი გადაწყვეტს, რომ მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონ, ეს შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც კანონი ესადაგება.

 


„არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, თუ ისინი სახელმწიფოებრივად იფიქრებენ, უნდა გააანალიზონ ერთი ფაქტი, რომ ლევან მურუსიძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩია მოსამართლეთა კონფერენციამ. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ ურთიერთობა და თანამშრომლობა, ეს უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის დონეზე. მე მაგალითად, პატივს ვცემ „ახალგაზრდა იურისტების“ გადაწყვეტილებას, რომელმაც ანა ნაცვლიშვილი აირჩია თავის თავმჯდომარედ. აქედან გამომდინარე, არ მიკადრებია საკუთარი თავისთვის, რომ მესაუბრა იმაზე, შეესაბამება თუ არა ქალბატონი ანა თანამდებობას, აცხადებს მურუსიძე, რომლის თქმითაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლო ხელისუფლებას მიაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორის, კერძოდ „ახალგაზრდა იურისტების“ შეფასებები სხვადასხვა თემებზე არაკომპეტენტურია.

 

 

„მინდა რჩევა მივცე „ახალგაზრდა იურისტებს“, ეს ტერმინი – ახალგაზრდა იურისტები არის შესანიშნავი და ძალიან კარგი, მაგრამ ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნებოდა, ყურადღება გაამახვილონ არა სახელწოდების პირველ სიტყვაზე – ახალგაზრდებზე, არამედ იურისტობასაც მიხედონ ცოტა. კარგია ახალგაზრდა იურისტები, მაგრამ სჯობს ვიყოთ უფრო მეტად იურისტები, ვიდრე ახალგაზრდები”, დასძინა მურუსიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი