პანკისის ხეობაში 18 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
03-05-2017, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბენდელიანმა, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა, აზერ მამადოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

 

 

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სოფელ საკობიანოში განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს 209 ადგილობრივ ოჯახს. პანკისის ხეობაში სულ 18 სოფელში მცხოვრები 2 715 აბონენტი გაზიფიცირდა.

 

 

„შ.პ.ს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საქართველოს მთავრობის დავალებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის 18 სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს 2016 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდში აშენდა 167,5 კმ გაზსადენი. სამუშაოები სახელმიწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ფაქტიურმა ღირებულებამ შეადგინა ‎6 243 818 ლარი. გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2014წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა", აღნიშნულია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი