ტყიბულის სპორტის სასახლეში, 6-7 მაისს ,,მე-14 ევროპის ახლგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი“ მიძღვნილი, იმერეთის რეგიონის საკალათბურთო ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ფესტივალი 2002-2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორები იმერეთის კალათბურთის ფედერაცია, იმერეთის (ქუთაისის) რეგიონული კომიტეტი, ხოლო მხარდამჭერები ტყიბულის გამგეობა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.