„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა
04-05-2017, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 30 აპრილიდან 2 მაისამდე კახეთის რეგიონში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა, რისთვისაც საერთო ჯამში 130 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.

 


„დელტას“ ინფორმაციით, 30 აპრილის დღის 12 :10 საათიდან კახეთის რეგიონში, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტების თავზე რამდენიმე შიდამასიური და ფრონტალური ღრუბლის მასა დაფიქსირდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო. 25 სეტყვასაშიში ღრუბლის კერის დასამუშავებლად გასროლილი იქნა 70 ერთეული რაკეტა. ნალექის ძირითადი მასა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში წვიმის სახით ჩამოიცალა.

 


„1 მაისის 19:24 საათიდან 2 მაისის დილის 06:30 საათამდე სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები ახმეტის, თელავის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების თავზე ეტაპობრივად განვითარდა.

 

 

I, II და III კატეგორიის ფრონტალური და შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლებიდან სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 10-15 მმ იყო.

 


19:24 სთ-დან 19:44 სთ-მდე ახმეტის, 03:17სთ-დან 04:05 სთ-მდე თელავის, 04:36 სთ-დნ 05:50 სთ-მდე სიღნაღის და 06:20 სთ-დან 06:30 სთ-მდე გურჯაანის მუნიციპალიტეტების თავზე ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მიზნით სისტემამ 60 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა. ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა", აღნიშნულია „დელტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი