მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას - ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
05-04-2015, 00:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, - ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

 


დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბზობას უწოდებენ. იგი უფლის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა შორის რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას აღინიშნება.

 


წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში, ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.

 


იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!"

 


ბზობის დღესასწაული სიმბოლოა, ერთი მხრივ, იესო ქრისტეს მისიის აღიარების, მეორე მხრივ – წინარე სახეა ადამიანის ძის სამოთხეში შესვლისა. ის, რომ მაცხოვარი შედის ქალაქში ვირზე ამხედრებული, გულისხმობს მშვიდობის, და არა ომის, მოსურნეობას (სიმბოლურად ვირზე ამხედრება – მშვიდობის ნიშანია, ცხენზე – ომისა).

 


მწუხრის ლოცვაზე დამსწრე მორწმუნენი ბზებით, ყვავილებითა და ანთებული სანთლებით ხელში,უხილავად იერუსალიმს მომავალ მაცხოვარს მიესალმებნიან, როგორც ჯოჯოხეთისა და სიკვდილის დამთრგუნველს. ცისკრის ლოცვისას ბზის ტოტები, რომლებიც ხელში უჭირავთ მორწმუნეებს, ნაკურთხი წყლით იპკურება.

 


მართლმადიდებელი ქრისტიანები ნაკურთხ ბზის ტოტებს მთელი წელი ინახავენ და მათ ხატების მოსართავადაც იყენებენ.

 


დღესასწაულთან დაკავშირებით, მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი