კადეტებმა მცხეთის მე-2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
04-05-2017, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით ლიცეუმის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

 


ლიცეუმის დირექტორის მოადგილე და კადეტები დღეს ქალაქ მცხეთის მე-2 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. კადეტებმა სკოლის მოსწავლეებს ლიცეუმის ისტორიის, ამოცანის, მიღების პირობების, ასევე, სასწავლო პროცესისა და დღის განრიგის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

 


მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები ფიზიკური მომზადების, სწავლის პროცესისა და დღის განრიგის სპეციფიკით დაინტერესდნენ.

 


გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობამ და კადეტებმა მსგვსი ტიპის შეხვედრები გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის რეგიონში უკვე გამართეს. უახლოეს მომავალში ისინი კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო- ზემო სვანეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი