სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჟვანიასთან განხორციელებული სატელეფონო ზარების ავტორები ცნობილი არიან
03-02-2014, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას 9 წლის წინანდელი სატელეფონო ზარები და აბონენტები", – ამ სათაურით გაზეთი "ასავალ-დასავალი" პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას პირად მობილურზე იმ აბონენტების ნომრებს აქვეყნებს, ვინც 2005 წლის 2 თებერვლის ღამის და 3 თებერვლის დილის საათებში დაურეკა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2005 წლის 2 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია კომპანია "ჯეოსელის" აბონენტი იყო და ის (77) 79-70-77 – ნომრით სარგებლობდა. თუმცა, მთავრობის კანცელარიის მითითებით, ნომერი რეგისტრირებული იყო ზვიად ზაალიშვილზე.

 

 

როგორც სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერიდან ჩანს, აბონენტებს შორის არიან ზურაბ ჟვანიას მეგობრები: მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი ბარამიძე, ივანე ჩხარტიშვილი, კოკა ყანდიაშვილი და სხვა პირები.

 

 

"(99) 93-33-33- ამ ნომრიდან 2005 წლის 2 თებერვალს, 23:23 საათზე, ზარი განხორციელდა ზურაბ ჟვანიას ტელეფონზე. საუბრის ხანგრძლივობაა 28 წამი. 2012 წლის დეკემბერის მდგომარეობით, ეს ნომერი გამორთული იყო. დღეს ის ქსელში ჩართულია და საეკლესიო პირს ეკუთვნის. ღვთისმსახურმა ვინაობა არ დაგვისახელა, მაგრამ ინფორმაცია მოგვაწოდა; ეს ნომერი ეკუთვნოდა კოკა ყანდიაშვილს. კოკა ყანდიაშვილის ვინაობა კი ყველამ იცის. წელიწადნახევრის წინ ეს ნომერი ჩემმა ახლობელმა "მაგთიკომის" ოფისში ჩამორთმეულ ნომრებს შორის ამოარჩია, აღადგინა, შეიძინა და მაჩუქა. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ გარდაცვალებამდე ზურაბ ჟვანიამ ამ ნომრის აბონენტთან ისაუბრა". 2005 წელს ნომერი (99) 93-33-33 რეგისტრირებული იყო შპს კომპანია "პრემიერზე". მისამართი იაშვილის N 7 ",- აღნიშნულია სტატიაში.

 

 

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ (99) 57-80-10 ნომრიდან 2005 წლის 3 თებერვალს პრემიერ-მინისტრის ნომერზე ზარი განხორციელდა 00:14 საათზე. საუბრის ხანგრძლივობა 111 წამია. ამ ნომერზე რეგისტრირებული აბონენტი მიხეილ მაჭავარიანია.

 

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ გარდაცვალებამდე ზურაბ ჟვანია მის მეგობარს ლალი ანთიასაც ესაუბრა, რის შემდეგაც (01:20 საათზე) პრემიერთან უცნობი ნომრიდან ზარი განხორციელდა, საუბრის ხანგრძლივობა 111 წამია. "ალბათ, გამოძიება დაინტერესდება, უცნობი ნომრის აბონენტით, ვინაიდან სწორედ ეს აბონენტია უკანასკნელი, რომელიც ცოცხალ ზურაბ ჟვანიას ესაუბრა", – აღნიშნულია სტატიაში.

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=5653 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი