თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სხდომა დაიხურა. მოსამართლე ბადრი შონიამ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები სხდომის დახურვის შესახებ.
როგორც საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ პროცესის დახურვის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროცესის დახურვის შუამდგომლობაში იმ არგუმენტების გამოყენება, რომ საპატრიარქოს იმიჯი შეიძლება შეილახოს, საპატრიარქოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„საქართველოს საპარტიარქო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველგვარი განსაცდელის ჟამს უფრო ძლიერდება, ვიდრე სუსტდება. ჩვენ დასამალი აბსოლუტურად არაფერი არ გვაქვს და . შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს საპატრიარქოდან არ ყოფილა არანაირი მითითება და თხოვნა, რომ დავუშვათ რაიმე უნდა იყოს დასამალი. ამ საქმეში ისედაც ყველაფერი ნათელია", განაცხადა ქარჩავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.