პროექტის, „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ნინოწმინდაში შეხვედრა გაიმართა
05-05-2017, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროექტის, „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვედრა და პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის შესახებ გეოგრაფიულ მეცნიერებთა დოქტორმა, ნარჩენების მართვის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა, ნუგზარ ბუაჩიძემ ისაუბრეს.

 

 

ნინოწმინდაში სტუმრად მყოფმა ექსპერტებმა გამგეობის თანამშრომლებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს, საკრებულოს თანამშრომლებს და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურში დასაქმებულებს პროექტის დეტალები გააცნეს.

 


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები პერიოდულად ეწყობა. ბოლო ასეთი აქცია დედამიწის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, როდესაც აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტში არსებული რეკრეაციული ზონების, სკვერებისა და პარკების მიმდებარე ტერიტორიები, ქალაქ ნინოწმინდისა და სოფლების შემოგარენი პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

 

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მყარი ნარჩენების უფრო ეფექტურად მართვის მიზნით, ახალი ნაგვის კონტეინერებიც შეიძინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი