მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სამართლიანად თუ უსამართლოდ ვაკრიტიკებთ დღევანდელ ხელისუფლებას, დღეს საქართველოში ისეთი რეალობაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ივანიშვილი საქართველოს დატოვებს და უცხოეთში გადავა საცხოვრებლად, ანუ, "თუ მართლა წავა და აღარ იქნება ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი", მაშინ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ "კანონიერი თუ უკანონო გზით", ორიოდე თვეში საქართველოს ხელისუფლების სათავეში დაბრუნდება ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი! დიახ, იმდენად უსახური და არაფრისმაქნისი პოლიტიკური სპექტრია დღეს ქვეყანაში, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც! ასე რომ, "ივანიშვილის წასვლა, ნიშნავს – სააკაშვილის მოსვლას"!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.