ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენი ხმების დიდი უპირატესობით დაამარცხა და საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა
07-05-2017, 23:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 39 წლის „ცენტრისტმა“ მაკრონმა 48 წლის „ულტრა-მემარჯვენე“ მარინ ლე პენი ხმების დიდი უპირატესობით - 66.6%-ით 33.94%-ის წინააღმდეგ - დაამარცხა და ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.

 

 

 


როგორც BBC წერს, იგი ასევე პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც 1958 წელს თანამედროვე რესპუბლიკის დაფუძნების შემდეგ აღნიშნულ პოსტზე ორი მთავარი ტრადიციული პარტიის გარედან იქნა არჩეული.

 


საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მის პირველ განცხადებაში ემანუელ მაკრონის გზავნილი საზოგადოებისადმი იმედის და შერიგების შემცველი იყო. მან პირობა დადო, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში „ყველა დაბრკოლებას გადალახავს“, რათა „უკეთესი მომავალი ააშენოს“ და „ებრძოლოს დაყოფას“ ქვეყანაში.

 


„ჩვენს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. მე მინდა ის, იმედის და ნდობის აღდგენის იყოს“, განაცხადა მაკრონმა და დაამატა:

 


„ეს არის ახალი დემოკრატიული ლანდშაფტი. დღეს თქვენ გადაწყვიტეთ თქვენი ნდობა ჩემთვის გამოგეცხადებინათ და ეს უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა... მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გითხრათ გულის სიღრმიდან. მინდა ყველა მოქალაქეს ვესაუბრო ახლა. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის მიეცით ხმა, არაფერს ცუდს თქვენზე არ ვფიქრობ. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ეკონომიკას და ქვეყნის მორალურ სისუსტეს.

 


„მინდა მივმართო ჩემს ოპონენტს, მარინ ლე პენს. ვიცი, რომ ჩვენ ერში დაყოფებმა ხალხს უკიდურესობებისკენ უბიძგა და მე ვიცი სიბრაზე და ეჭვები ჩვენ ქვეყნაში. ეს ჩემი მოვალეობაა, მოვუსმინოს ამას. ეს ეხება სოლიდარობის ორგანიზებას, ყველა ფორმის უთანასწორობის და დისკრიმინაციის ბრძოლას, ერთიანობის უზრუნველყოფას და სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიას“.

 


როგორც BBC იუწყება, მარინ ლე პენმა მის ყოფილ კონკურენტს, ემანუელ მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას წარმატება უსურვა. მან მხარდამჭერებს უთხრა, რომ საფრანგეთში ახალი დაყოფა „გლობალისტებს და პატრიოტებს“ შორისაა.

 

 

 


ლე პენმა აღნიშნა, რომ მის „ეროვნულ ფრონტს“ თავისი თავის განახლება ესაჭიროებოდა და იგი დაიწყებს „ღრმა ტრანსფორმაციას ჩვენი მოძრაობის“ - პირობა დადო, რომ გაუძღვება მას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში.

 


ფლორიან ფილიფოტმა, მარინ ლე პენის მარჯვენა ხელმა, TF1 TV-ს უთხრა: „ჩვენ 11 მილიონი ხმა მივიღეთ, უპრეცედენტო შედეგია... დღეს ჩვენ მთავარი ოპოზიციური პარტია ვართ საფრანგეთში“.

 


ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ.

 


„ვულოცავ საფრანგეთის შემდეგ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დღევანდელ მის დიდ გამარჯვებას. ძალზე მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას!“, განაცხადა დონალდ ტრამპმა „თვითერზე“.

 


დაუნინგ სტრიტის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ასევე „გულთბილად“ ულოცავს ემანუელ მაკრონს გამარჯვებას.

 


ორმა კანდიდატმა, რომლებიც 23 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე 11 კანდიდატს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა, ამომრჩეველს განსხვავებული ხედვები შესთავაზა საფრანგეთის შესახებ.

 


ლიბერალი ცენტრისტი მაკრონი, ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერია, მაშინ როცა ლე პენი კამპანიას, „საფრანგეთი უპირველ ყოვლის“ ლოზუნგით და ანტი-იმიგრაციული პროგრამით აწარმოებდა.

 


ლე პენს სურდა საფრანგეთს უარი ეთქვა ევროზე და ჩატარებულიყო რეფერენდუმი საფრანგეთის ევროკავშირში ყოფნასთან დაკავშირებით.

 

 

 


მაკრონის საარჩევნო დაპირებები მოიცავდა საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების 120 000-ით, საზოგადოებრივი ხარჯების 60 მილიარდი ევროთი შემცირებას და უმუშევრობის დონის 7%-ზე დაბლა დაყვანას.

 


იგი კამპანიის დროს ასევე შრომის კანონის შემსუბუქების და თვითდასაქმებულებისთვის ახალი დაცვის მექანიზმების მიცემის პირობას დებდა.

 

 

მაკრონისთვის პირველი ეტაპის სირთულე იქნება ის, რომ მის პოლიტიკურ ძალას, En Marche-ს პარლამენტში ერთი წარმომადგენელიც კი არ ჰყავს, თუმცა საპარლამენტო არჩევნები მალე, 11-18 ივნისს გაიმართება და ვარაუდობენ, რომ მაკრონის პარტია დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი