სამხრეთ კორეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფხენიანში ვიზიტის სურვილი გამოხატა
10-05-2017, 03:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ კორეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, მუნ ძე-ინმა ფიცი დადო და პირველი საპრეზიდენტო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ მისი საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკა და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობები იქნება. მან თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ფხენიანში ვიზიტზეც არ იტყოდა უარს.

 


მუნმა საპრეზიდენტო ფიცი სეულის ეროვნული ასამბლეის შენობაში დადო მას შემდეგ რაც 9 მაისის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა.

 

 

როგორც BBC წერს, ადამიანის უფლებების ყოფილი ადვოკატი და ჩრდილოეთ კორეელი ლტოლვილის შვილი, მისი ლიბერალური შეხედულებებითაა ცნობილი.

 


მუნმა ასევე აღთქმა დადო, რომ მისი წინამორბედის, კორუფციული სკანდალის გამო პრეზიდენტის პოსტიდან იმპიჩმენტით გადაყენებული პარკ ჟინ-ჰეს მემკვიდრეობის შედეგად დაყოფილ ქვეყანას გააერთიანებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი