ტყიბულის გამგებელი: პრემიერ მინისტრის დავალებით, ტრაგედიის მიზეზების შესწავლის პროცესში ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია
10-05-2017, 06:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტყიბულის მუნიციპლიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ღრმა მწუხარებას გამოხატავს მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ოთხი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 


„ამ მწუხარების ჟამს, მუნიციპალიტეტის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. თითოეულ მათგანს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ მხნეობას. ეს უმძიმესი ტრაგედიაა არა მარტო მათთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის. ასევე ვუსამძიმრებთ „საქნახშირი ჯი-აი ჯი ჯგუფს“, თითოეულ მეშახტეს და თანაქალაქელს.

 


პრემიერ მინისტრის დავალებით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლის პროცესში ყველა შესაბამისი უწყება არის ჩართული, რათა დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად", ნათქვამია რობიზონ გვენეტაძის სამძიმრის წერილში, რომელსაც ტყიბულის გამგეობა ავრცელებს.

 


ტყიბულში, შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი