ლანჩხუთის გამგებელმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა
10-05-2017, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.

 


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყოფილი სასტუმროს შენობის, ჩიბათისა და ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონების აღდგენითი სამუშაოები ტარდება.

 


ზაზა ურუშაძის გნაცხადებით, 23 აპრილს ძლიერი ქარის შედეგად ძალიან ბევრი შენობა დაზიანდა. მთავრობის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 350 000 ლარი გამოეყო, რომელიც უკვე ჩარიცხულია და სწორედ აღნიშნული თანხით დაიწყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მისი თქმით, შესაბამის სამსახურებთან ერთად მაქსიმალურად გაკონტროლდება მიმდინარე პროცესი.

 


გამგებელმა მდინარაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი რედაქციის შენობის სახურავზე მიმდინარე სამუშოებიც დაათვალიერა. შენობაში ამჟამად განთავსებულია ფეხბურთის ფედერაცია და კეთდება ოთახი შშმ პირებისათვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი