ოთარ სიჭინავა და ​მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ
11-05-2017, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ​მიხეილ ჩინჩალაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებად უვადოდ გამწესდნენ. გადაწყევეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ცოტა ხნის წინ მიიღო.

 


"რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, ჩინჩალაძის და სიჭინავას უვადოდ გამწესებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

 

 

მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. მას კანონის მიხედვით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა აღარ ეკუთვნის. ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში მოსამართლედ უვადოდ გამწესდა.

 


ოთარ სიჭინავას უფლებამოსილების ვადა გასულ წელს ამოეწურა. დღეიდან კი ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში უვადო მოსამართლე იქნება.

 


იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კენჭისყრები გრძელდება. კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ერთ წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი არ ესწრება.

 


იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე ოთარ სიჭინავას, მიხეილ ჩინჩალაძეს, შორენა ყაველაშვილსა და გიორგი ჩემიას ხელახლა მოსამართლეებად გამწესებაზე მსჯელობს. 39 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი სულ 108 მოსამართლეს აქვს შეტანილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი