მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და საქართველოში ვეღარ შემოვა
11-05-2017, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ირწმუნება, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ საქართველოში იმყოფებოდა, ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და იგი მომავალში ქვეყანაში შემოსვლას ვეღარ შეძლებს.

 


„ამ ეტაპზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა“, განუცხადა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში თემის კომენტირებისას.

 

 

საქართველოში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას  რამდენიმე დღის წინათ თქვა, რომ საქართველო, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.

 

 

„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, განაცხადა იური ლუჟკოვმა ბორჯომის პარკში. 

 

 

ლუჟკოვი გასულ წლებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფებოდა, რითაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი