ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „აზიური ფაროსანას“ მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება დაიწყო
11-05-2017, 06:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის მაისის თვის დასაწყისიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „აზიური ფაროსანას“ მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება დაიწყო.

 

 

„თხილის ფართობებში ფერომონების (დამჭერი ხაფანგები) დამონტაჟება მიმდინარეობს ოთხი ჯგუფის მეშვეობით, რომელთაც განსაზღვრული აქვთ თავიანთი სამოქმედო არეალები. ფერომონი მავნე მწერის ბიოლოგიის შესაბამისად დამუშავებული პრეპარატიანი მწერსაჭერია. მისი მოქმედების პრინციპია მამრი მწერების მოზიდვა და დაჭერა, რითაც მავნებლის რიცხოვნობის შემცირებასთან ერთად ხდება გამრავლების თავიდან აცილება და პოპულაციის შესუსტება. მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულები, როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები, ასევე გამგებლის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში“, ნათქვამია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი