ილია მეორე: აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი - ჩვენი პირველი ქრისტიანები აჭარაში ეწამნენ
12-05-2017, 03:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა ჩაატარა.

 

 

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა და წმინდა მოციქულის ღვაწლზე ისაუბრა.

 

 

„ეს არის ის დღე, ის დრო, ის ჟამი, როდესაც ანდრია პირველწოდებული შემოვიდა საქართველოში, კერძოდ აჭარაში, ასე რომ აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი. ჩვენი პირველი ქრისტიანები აჭარაში ეწამნენ. დღეს მათი ხსენების დღეც არის.... თქვენ იცით, რომ შემოსვლის წინ(ანდრია მოციქულის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ, როგორც პატრონმა საქართველოსი, საქართველო მისი წილხვედრია, მიიდო სახეზე ფიცარი და გამოსახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე. იმდენად იმოქმედა ამან მორწმუნე ხალხზე აჭარაში, რომ აჭარიდან აღარ უშვებდნენ მოციქულს და როცა ანდრია პირველწოდებულმა უთხრა, რომ მე ვარ გამოგზავნილი მოსაქცევლად საქართველოსი, ღვთისმშობლის მიერ, მაშინ სთხოვეს ღვთისმშობლის ხატი მაინც დაეტოვებინა. ანდრია პირველწოდებულმა მოატანინა მეორე ფიცარი, მიადო ხატს და იქაც გამოისახა იგივე ღვთისმშობლის ხატი. ის დაუტოვა აჭარას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ანადრია პირველწოდებული შეგეწიოთ თქვენ და მთელ საქართველოს, ინებოს უფალმა მშვიდობა, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში”, ბრძანა ილია მეორემ ქადაგებისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი