გია ვოლსკი: რუსეთი არ გვაწყობს არა იმიტომ, რომ ეს მოდაშია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა და სისტემა არის კორუფციული
06-04-2015, 05:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთვის არახელსაყრელია, რადგან ქვეყანა კორუფციულია და რეგრესული.

 
“რუსეთი არ გვაწყობს არა იმიტომ, რომ ეს მოდაშია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა და სისტემა არის კორუფციული, თავისი შინაარსით რეგრესული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 
მანვე, სხვადასხვა საკითხთან ერთად გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან შესაძლებელია კარგი სამეზობლო, სავაჭრო-ეკონომიკური და სხვა კუთხით ურთიერთობები, ოღონდ ორბიტაში ყოფნა არაა მიზანშეწონილი. ეს, ვოლსკის თქმით, საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა, რომელიც ქვეყნის მომავალს გადაარჩენს.

 
“რაც არ უნდა ვიკამათოთ, ტერიტორიები დაკარგული და ოკუპირებულია. რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში თავისი სტრატეგიული ამოცანა შეასრულა. ეს სტრატეგიული ამოცანა არ მდგომარეობს იმაში, რომ ოსეთის ან აფხაზების ინტერესები დაიცვას, ან ეზიზღება ქართველები და რაც მოხდა, ამიტომ გააკეთა. საკითხი მნიშვნელოვანია, რომელიც სიყვარულთან და სიძულვილთან დაკავშირებული არ არის – კასპიის და აზიის რეგიონიდან დასავლეთისკენ ტრილიონობით ენერგორესურსი მიედინება. ერთადერთი ვართ ჩვენ – ალტერნატიული დერეფანი, რომელსაც შეუძლია, შეუქმანს ალტერნატივა არა მხოლოდ ამ ბიზნესს, არამედ რუსეთის ბიუჯეტს. აქედან გამომდინარე, შენ უნდა იმოქმედო ისე, რომ გაძლიერდეს შენი ზურგი. შეიძლება იყო კარგ ურთიერთობაში – კარგი სამეზობლო, სავაჭრო, ეკონომიკური, საზოგადოებრივი თუ სადღეგრძელოს კუთხით, ოღონდ არ უნდა იყო ორბიტაში. ეს არის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა მომავალი გადაარჩინოს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი