ჩინეთის პრეზიდენტმა საზეიმოდ დადო აღთქმა 124 მილიარდი აშშ დოლარის ახალი აბრეშუმის გზის გეგმის განხორციელებაზე
14-05-2017, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩინეთის პრეზიდენტმა ქსი ძინპინგმა საზეიმოდ დადო აღთქმა 124 მილიარდი აშშ დოლარის ახალი აბრეშუმის გზის გეგმის განხორციელებაზე, განაცხადა რა რომ მიესალმება ყველას შემოერთებას ამ პროექტში, რასაც იგი მსოფლიოსთვის მშვიდობის და კეთილდღეობის გზად წარმოიდგენს.

 


პროექტი მიზნად ისახავს კავშირების გაფართოებას აზიას, ევროპასა და აფრიკას შორის.

 

 

 


„ჩვენ უნდა ავაშენოთ თანამშრომლობის ღია პლატფორმა და წავახალისოთ და გავზარდოთ ღია მსოფლიო ეკონომიკა“, განაცხადა ქსი ძინპინგმა კვირას, ახალი აბრეშუმის გზის სამიტის - „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ გახსნის წინ, როგორც ამას „როიტერსი“ იუწყება.

 


„ჩვენ ერთობლივად უნდა შევქმნათ გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარებას, ჩამოაყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის და ინვესტიციების საფუძვლების პატიოსან, სამართლიან და გამჭვირვალე სისტემას“, დაამატა მან.

 


ძინპინგმა პირობა დადო, რომ ახალი აბრეშუმის გზის ფონდში ასეულობით მილიარდი იუანის აკუმულირება მოხდება. მას ვადა არ დაუსახელებია.

 


ფორუმს, რომელიც ორშაბათს სრულდება, 29 ქვეყნის ლიდერები ესწრებიან.

 


„როიტერსი“ წერს, რომ ზოგიერთმა დასავლელმა დიპლომატმა უკმაყოფილება გამოხატა როგორც სამიტის, ისე გეგმის მიმართ, უყურებენ რა მას, როგორც ჩინეთის მსოფლიო მასშტაბით გავლენის გაფართოების მცდელობად.

 


ჩინეთი ამ კრიტიკას არ იღებს და აცხადებს, რომ სქემა ყველასათვის ღიაა და მიზნად ისახავს მხოლოდ კეთილდღეობის განვრცობას.

 


„ის, რის შექმნასაც ჩვენ ვიმედოვნებთ, არის ჰარმონიული თანაარსებობის დიდი ოჯახი“, განაცხადა ქსიმ და დაამატა, რომ ინიციატივის მიდევნება არ გამოიყენებს მოძველებულ გეოპოლიტიკურ მანევრირებას.

 


„ის, რის მიღწევასაც ჩვენ ვიმედოვნებთ, არის თანამშრომლობის მოდელი, რომლითაც ყველა მხარე მოგებული რჩება“.

 


„როიტერსის“ ცნობით, ფორუმს ესწრებიან ჩინეთის ყველაზე სანდო მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების პირველი პირები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პაკისტანის პრემიერ მინისტრი ნავაზ შარიფი, კამბოჯის პრემიერ მინისტრი ჰან სენი და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი.

 

 

 

(ვლადიმერ პუტინი, პეკინის საერთაშორისო აეროპორტში)

 

 

ფორუმს ასევე დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, მათ შორის ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის და უნგრეთის პრემიერ მინისტრები.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი