16 წლის ჯანმრთელი ამერიკელი მოზარდი კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელების სწრაფად დალევის შედეგად გარდაიცვალა
16-05-2017, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინას შტატში ჯანმრთელი მოზარდი რამდენიმე ძლიერი კოფეინის შემცველი სასმელების ძალიან სწრაფად დალევით გარდაიცვალა - დაასკვნა უეცარი სიკვდილის საქმეების გამომძიებელმა.

 


როგორც BBC იუწყება, დევის ალენ ქრაიპი აპრილში, საშუალო სკოლაში დაეცა და გონება დაკარგა, მას შემდეგ, რაც McDonald's-ის ყავა „ლათე“, დიდი ოდენობით კარბონატის შემცველი ტკბილი სასმელი და ენერგეტიკული სასმელი 2 საათში დალია.

 


16 წლის მოზარდი (დაბლა ფოტოზე) გარდაიცვალა „კოფეინით გამოწვეული კარდიალური შემთხვევისაგან, რომელმაც სავარაუდო გულის არითმია გამოიწვია“.

 

 

 


მოზარდი 90 კილოგრამს იწონიდა , მაგრამ არ მიიჩნეოდა ავადმყოფურად მსუქნად, განაცხადა გამომძიებელმა გარი უოტსმა.

 


„ეს არ არის კოფეინის ზედმეტი დოზა“, უთხრა უოტსმა ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“.

 


„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს იყო კოფეინის მთლიანი რაოდენობა სისტემაში, ის იყო მხოლოდ საშუალება, რომ იგი ასეთი მცირე დროის განმავლობაში იყო მიღებული, და ბოლოს დიდი ოდენობით ენერგეტიკული სასმელების ხარბად მიღებამ განაპირობა გულის არითმია“.

 


მთავარ მოწმეს არ შეუძლია თქვას, რომელი ბრენდის ენერგეტიკული სასმელი დალია დევისმა, მაგრამ იგი ამბობს, რომ კარბონატის შემცველი ტკბილი სასმელი დიდი ზომის ჭურჭელში ესხა.

 


„ამერიკის პედიატრთა აკადემიამ“ გამაფრთხილებელი ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბავშვების და მოზარდების მიერ ენერგეტიკული სასმელების მოხმარება ზიანის მომტანია - განაცხადა რა, რომ აღნიშნული სასმელების ინგრედიენტები არ არის გამოცდილი ბავშვებზე და „არავის შეუძლია მისცეს გარანტია, რომ ისინი უსაფრთხოა“.

 


პედიატრიის აკადემია აცხადებს, რომ ენერგეტიკულ სასმელებს აქვთ გვერდითი ეფექტები, მათ შორის არარეგულარული გულის ცემა და წნევის ცვალებადობა.

 


ენერგეტიკული სასმელების უმრავლესობა შეიცავს სამი ფინჯანი ყავის ოდენობის კოფეინს და 14 ჩაის კოვზ შაქარს, აცხადებს „ამერიკის პედიატრთა აკადემია“.

 


დევისმა შესაძლოა მოიხმარა დაახლოებით 470 მილიგრამი კოფეინი, სულ რაღაც 2 საათის განმავლობაში, წერს BBC ვებგვერდის, caffeineinformer.com-ის სტატისტიკიდან გამომდინარე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ვებგვერდის თანახმად, McDonald's-ის ყავა „ლათე“ შეიცავს 142 მგ კოფეინს; 570 მლ Mountain Dew 90მგ-ს, და 450 მლ ენერგეტიკული სასმელი 240მგ-ს.

 


2015 წელს, ევროპის სურსათის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 400მგ-ზე მეტის დალევამ შესაძლოა გაზარდოს გულის ცემა, გამოიწვიოს მაღალი წნევა, არარეგულარული გულისცემა, კანკალები, ნერვიულობა, უძილობა და პანიკური შეტევები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი