ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორძეში რიტუალების სახლის, ხოლო სოფელ სამყურში ადმინისტრაციული შენობისა და რიტუალების სახლის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ Guardian.ge-ს ადიგენის გამგეობიდან აცნობეს.
დასრულებული სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ და გამგებლის წარმომადგენელმა სამყურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბუდუ ბარბაქაძემ მოინახულეს.
„მოსახლეობა განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამს", აცხადებენ ადიგენის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.