დუშეთში, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
19-05-2017, 01:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის -„გახდი გადაწყვეტილების მიმღები პირი ადგილობრივ თვითმართველობის პროცესში“ - პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

(ვაჟა ჩოხელი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას)

 


როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა თანამედროვე კომუნიკაციებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებით.

 

 

 

 

საპილოტე თემებად არჩეულია დუშეთის მუინიციპალიტეტის ხუთი - დუშეთის, ფასანაურის, ჟინვალის, მჭადიჯვრისა და ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც უკვე ჩამოყალიბებულია პროექტის საწყის ეტაპზე გათვალისწინებული „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტები“, რომელთაც სამომავლოდ პირდაპირი კომუნიკაციით ხელი უნდა შეუწყონ ინფორმაციის გაცვლას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სამიზნე ჯგუფებს შორის: მოსახლეობასთან ადგილობრივი ხელისუფლების საინფორმაციო შეხვედრისა და დებატების ორგანიზებას, ბიუჯეტის შემუშავების პროცესში დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობისა და მათი პრიორიტეტების გათვალისწინებას.

 

 

 


პრეზენტაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი, ექსპერტი ეროვნულ დონეზე, გიორგი მესხიძე, ევროსაბჭოს ექსპერტი მელანი სტივენსი და მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი