ტრამპმა ლავროვს უთხრა, რომ FBI-ს დირექტორის სამსახურიდან დათხოვნამ შეამსუბუქა მასზე „დიდი ზეწოლა“
19-05-2017, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორის, ჯეიმს კომის თანამდებობიდან დათხოვნამ შეამსუბუქა მასზე „დიდი ზეწოლა“. ინფორმციას BBC შეერთებული შტატების მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


იმ დოკუმენტის შეჯამებისას, რომელიც გასულ კვირას, ტრამპის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ოვალურ ოფისში შეხვედრას ეხება, The New York Times აცხადებს, რომ ტრამპმა კომის, რომელიც რუსეთსა და ტრამპის საარჩევნო კამპანიას შორის შესაძლო საიდუმლო შეთანხმების შესახებ გამოძიებას აწარმოებდა, „ნამდვილი გიჟი“ უწოდა.

 


„ეს-ესაა სამსახურიდან გავუშვი FBI-ს დირექტორი. ის იყო გადარეული, ნამდვილი გიჟი... რუსეთის გამო დიდი ზეწოლის პირისპირ ვიდექი. ეს მოხსნილია“, The Times-იც ცნობით, ეს სიტყვები ტრამპმა რუსეთის დელეგაციას უთხრა. გამოცემა ირწმუნება, რომ დოკუმენტი ეფუძნება ოვალური ოფისიდან აღებულ ჩანაწერებს.

 


როგორც BBC იუწყება, თეთრ სახლს გამოყენებული ენა საკამათოდ არ გაუხდია.

 


აღნიშნული ინფორმაცია ზუსტად მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავმა გეზი ახლო აღმოსავლეთისკენ აიღო, სადაც ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტს გამართავს.

 

 

 

(ტრამპი 19 მაისს, ახლო აღმოსავლეთში გაფრენის წინ - Reuters-ის ფოტო)

 


ტრამპი, მისი კამპანიის რუსეთთან შესაძლო კავშირების გამო, კვლავ დიდი ზეწოლის ქვეშ რჩება. The Washington Post იტყობინება, რომ თეთრის სახლის ახლანდელი ოფიციალური პირი, თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი, ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის სავარაუდო კავშირების შესახებ გამოძიებაში „განსაკუთრებული ინტერსესის პერსონაა“.

 


გაზეთი გამოძიებაში ჩახედული ანონიმური წყაროების ციტირებას ახდენს და წერს, რომ ის იყო „პრეზიდენტთან ახლოს მყოფი“ ვიღაცა, მაგრამ წყაროები მის შემდგომ იდენტიფიცირებას არ ახდენენ. თეთრმა სახლმა უარყო, რომ ადგილი ჰქონდა ტრამპის კამპანიას და ნებისმიერ „უცხოურ ორგანიზაციას“ შორის საიდუმლო შეთანხმებას, თავად ტრამპმა კი რუსეთის საკითხზე მიმდინარე გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.

 


თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ რუსული საქმის „გამოძიების პოლიტიზებით, ჯეიმს კომიმ შექმნა არასაჭირო ზეწოლა ჩვენ შესაძლებლობაზე ჩავერთოთ და ვიურთიერთოთ რუსეთთან.

 

 

„გამოძიება გაგრძელდება, და რა თქმა უნდა კომისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ძიება არ დაუსრულებია“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი