უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეხუთე მოდულით გრძელდება
23-05-2017, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მეხუთე მოდული კეთილსინდისიერების ამაღლებასა და კორუფციის რისკების შემცირების თემას დაეთმო.

 


თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სემინარის მიზანს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკებისა და მათი პრევენციის მექანიზმების გაცნობა, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ანტიკორუფციული ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

 


სამი დღის განმავლობაში მსმენელები თავდაცვის უწყებაში შიდა კონტროლის სისტემას, სამხედრო ოპერაციების დროს კორუფციის საკითხსა და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამას განიხილავენ.

 


სემინარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი დავით გუნაშვილი უძღვება.

 

 

ანტიკორუფციულ თემებზე იუსტიციის სამინისტროს ანტიკორუფციული საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ისაუბრებენ.

 


უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულებს, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი