დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის საფრთხე თავის ყველაზე მაღალ, „კრიტიკულ“ ნიშნულამდე გაიზარდა - ტერეზა მეი აცხადებს, რომ მომავალი თავდასხმები შესაძლოა გარდაუვალი იყოს
24-05-2017, 00:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის საფრთხე თავის ყველაზე მაღალ, „კრიტიკულ“ დონემდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი თავდასხმები შესაძლოა გარდაუვალი იყოს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ.

 


მისი თქმით, აღნიშნულის საფუძველს იძლევა ის, რომ გამომძიებლებმა ვერ შეძლეს იმის გამორიცხვა, რომ მანჩესტერში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი სალმან აბედი მარტო მოქმედებდა.

 

 

მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა, ამბერ რუდმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი (დაბლა ფოტოზე) „შესაძლებელია“ მარტო არ მოქმედებდა. 

 

 

 

 

 


BBC-ის ცნობით, მთავარი ქალაქების დასაცავად სამხედრო პერსონალი განლაგდება.

 


ორშაბათ ღამით, ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტის დასრულებიდან მალევე მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაიღუპა და 64-მა ადამიანმა დაზიანებები მიიღო.

 


ეჭვმიტანილმა თვითმკვლელმა თავი „მანჩესტერ არენას“ ფოიეში ადგილობრივი დროით 22:30 საათზე იმ დროს აიფეთქა, როდესაც ფანები არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ შენობას ტოვებდნენ.

 


‘გონივრული პასუხი’

 


დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იქნებიან განლაგებული, რათა წაეშველონ შეიარაღებულ პოლიციას საზოგადოების დაცვაში. მისივე თქმით, მომავალ კვირებში სამხედრო პერსონალი შესაძლოა სხვა ადგილებშიც, მაგალითად საკონცერტო სივრცეების ახლომდებარედაც განლაგდეს.

 


როგორც BBC იუწყება, დიდი ბრიტანეთის ჯარების რაოდენობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით განლაგდება, ასეულობით და არა 5 000 იქნება, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

 

 

 


პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ უნდა საზოგადოებამ თავი „ზღვარგადასულად შეშფოთებულად“ იგრძნოს, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არის „პროპორციული და გონივრული პასუხი“.

 


ეროვნული კონტრტერორიზმის წარმომადგენელმა მარკ როულიმ განაცხადა, რომ გამოძიება „სწრაფად მიდის წინ და კარგი პროგრესია“.

 


„მიუხედავად ამისა, ძიების კრიტიკული ხაზი ის არის, მკვდარი ტერორისტი მარტო მოქმედებდა თუ ჯგუფის ნაწილი იყო“, განაცხადა მან.

 


„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კრიტიკული მომენტები გამოძიებაში, რომელიც გაურკვევლობას წარმოშობს“.

 


პირველად საფრთხის დონე კრიტიკულ ზღვრამდე მაშინ გაიზარდა, როდესაც 2006 წელს ტრანსატლანტიკური ავიახაზების თვითმფრინავის სითხის ბომბებისგან აფეთქების შესაჩერებლად მთავარი ოპერაცია ხორციელდებოდა.

 


მომდევნო წლებში უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელობამ საფრთხის დონე კიდევ ერთხელ გაზარდა, როდესაც პოლიცია ეძებდა პირებს, რომლებიც ლონდონის ღამის კლუბის ბომბით აფეთქებას ცდილობდნენ, სანამ გლაზგოს აეროპორტზე თავდასასახმელად წავიდოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი