საგარეო უწყების ცნობით, კორეის მთავრობამ საქართველოს სამარშრუტო მანქანები საჩუქრად გადასცა
24-05-2017, 06:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორეის მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას 5 სამარშრუტო მანქანა საჩუქრად გადასცა.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

გადაცემის ოფიციალური ცერემონია „ჰიუნდაის“ ცენტრში გაიმართა.

 

 

ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი ესწრებოდნენ.

 

 

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოსა და სამხრეთ კორეის განსაკუთრებულ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

 

 

„წელს, საქართველო და კორეა აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება ამ თარიღსაც ეძღვნება. დღევანდელი ღონისძიება იმართება კორეის მთავრობის და საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივ პროექტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ტექნიკურ დახმარებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გადმოეცა 5 მინი ავტობუსი. მანქანების საერთო ღირებულება 200 000 ამერიკულ დოლარამდეა“ აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.

 

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საჩუქარი ცენტრალურ მთავრობაში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გადანაწილდება.

 

 

დღესვე, კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი