რამდენიმე ადამიანის დაპატიმრების შემდეგ, ბრიტანეთის პოლიცია მანჩესტერის გარშემო დანაშაულებრივი ქსელის კვალის მიგნებას ცდილობს
25-05-2017, 00:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიცია, ორშაბათ ღამით, „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელმაც 22 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა, მანჩესტერის გარშემო დანაშაულებრივი ქსელის გამოსავლენ ინტენსიურ სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.

 


ოთხშაბათს, ბრიტანეთსა და ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს, მაშინ როცა გამოძიების დეტალებმა შეერთებული შტატების მედიაში გაჟონა, რამაც გაააფთრება გამოიწვია დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების, რომელიც შიშობს, რომ მეორე თავდასხმა გარდაუვალია.

 


ბრიტანეთში, ლიბიელი მშობლების ოჯახში 1994 წელს დაბადებულმა 22 წლის სალმან აბედიმ, რომელიც უსაფრთხოების ძალებისთვის ცნობილი იყო, მანჩესტერში, ორშაბათ ღამით, ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტის დასრულებიდან მალევე თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა და 64-მა დაზიანებები მიიღო.

 


„როიტერსის“ ცნობით, ბრიტანეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სალმან აბედის დაეხმარნენ ბომბის დამზადებაში - რომლის ფოტოებიც The New York Times-მა გამოაქვეყნა და ჩანს, რომ ის დახვეწილი და მძლავრია - და იმაში, რომ თვითმკვლელის დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილეები მზად შეიძლება იყვნენ მორიგი თავდასხმის განსახორციელებლად.

 


მანჩესტერის პოლიციამ ოთხშაბათს 5 მამაკაცი და ერთი ქალი დააკავა და ჩრდილოეთ და ცენტრალურ ინგლისში რამდენიმე მისამართზე სამძებრო ღონისძიებები განახორციელა.

 


The Independent-ი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურების წყაროებს იმოწმებს, წერს, რომ ერთ ადგილას ასაფეთქებელი ნივთიერებები იპოვეს. წყაროს ცნობით, ბრიტანელი გამომძიებლები ნებისმიერი იმ პირის კვალის მიგნებას ცდილობენ, რომელსაც შესაძლოა, დახმარება ჰქონდეს გაწეული თვითმკვლელი ბომბის შექმნაში.

 


„ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რომ ეს არის ქსელი, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ“, განაცხადა პოლიციის ხელმძღვანელმა, იან ჰოპკინსმა მანჩესტერის პოლიციის მთავარი შტაბ-ბინის გარეთ.

 


„და როგორც მე ვთქვი, ეს გრძელდება ნაბიჯ-ნაბიჯ. ფართო სამძებრო ღონისძიებები და აქტივობები მიმდინარეობს მანჩესტერის გარშემო“.

 


პოლიციამ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ოთხშაბათს დააპატიმრა აბედის უმცროსი ძმა და მამა, რომელმაც თქვა, რომ იგი არ მოელოდა თავდასხმას.

 


„მე ვესაუბრე [სალმან აბედის] დაახლოებით 5 დღის წინ... არაფერი არ ყოფილა ცუდად, ყველაფერი ნორმალურად იყო“, უთხრა რამადან აბედიმ „როიტერსს“ დაპატიმრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე.

 


ბრიტანეთის პოლიციამ ინგლისში სამშაბათს სალმან აბედის უფროსი ძმაც დააკავა, როგორც ამას აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მედია იუწყება.

 


უფრო ადრე, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა ამბერ რუდმა განაცხადა, რომ სალმან აბედი ლიბიიდან ცოტა ხნის წინათ იყო დაბრუნებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერარდ კოლომბმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს კავშირები ჰქონდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და შესაძლოა, იგი სირიასაც სტუმრობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი