ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა
25-05-2017, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოდან ჩატანილი სასკოლო ნივთები ქარაბაქის რაიონის სოფელ ბაგი-ალამის სკოლის მოსწავლეებს გადასცეს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთში, გოგონათა სკოლაში ჰუმანიტარული ოპერაცია ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა პირველად განახორციელეს. ოპერაციაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ქალი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ქართველ სამხედროებთან ერთად სკოლაში ამერიკელი ჯარისკაცები და ავღანეთის ეროვნული არმიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 


„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი