ირაკლი კობახიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
26-05-2017, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დაიწყო. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს 600-მდე სტუმარი ეწვია.

 

 

თბილისში იმყოფება ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, რომელთანაც დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ გზებზე ისაუბრეს.

 

 

მხარეებმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც აღინიშნა, ასამბლეისთვის საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება და ვითარდება.

 

 

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. პაოლო ალიმ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

 


შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული სტაბილურობა ნატო-ს ყურადღების ცენტრშია და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო რეგიონული არამედ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი